ICOM-ის შესახებ
ICOM (International Council of Museums) წარმოადგენს მუზეუმებისა და მუზეუმების პროფესიონალთა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ემსახურება მსოფლიოს ბუნებრივი და კულტურული, მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის კონსერვაციას, განვითარებასა და საზოგადოებისთვის გაცნობას.
ICOM-ი დაარსდა 1946 წელს. იგი წარმოადგენს UNESCO-სთან არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც გააჩნია საკონსულტაციო სტატუსი გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში. ამჟამად ICOM-ის ეროვნული კომიტეტები ფუნქციონირებს მსოფლიოს 117 ქვეყანაში.
ICOM-ის სტრატეგიული გეგმა მტკიცდება მისი გენერალური ასამბლეის მიერ და ხორციელდება ICOM-ის სამდივნოს, ასევე ICOM-ის ეროვნული და საერთაშორისო კომიტეტების მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ICOM-ის პროგრამების რეალიზებაში.
ICOM-ის საქმიანობა და აქტივობები პასუხობს სამუზეუმო პროფესიის საჭიროებებს და ფოკუსირებულია შემდეგ თემებზე:
• პროფესიულითანამშრომლობადაგაცვლები;
• ცოდნის გავრცელება და მუზეუმების გაცნობა საზოგადოებისათვის;
• მუზეუმების მუშაკთა თრეინინგი;
• პროფესიული სტანდარტების ამაღლება;
• პროფესიული ეთიკის დეტალური დამუშავება და პოპულარიზაცია;
• კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და ბრძოლა კულტურული მემკვიდრეობით უკანონო ვაჭრობასთან.
პრეზიდენტი : კლაუს-მარტინ ჰინცი
http://icom.museum
35.3X50.8, სარკე, ლითონი, ზეთი, ალუმინის ფურცელი, 1925