განცხადებები

  • Art Prospect ფესტივალი: მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო

  • ორგანიზატორი: სსიპ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი
     
    27 ოქტომბერი - 4 ნოემბერი, 2018
     
    მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი
    განაცხადის შემოტანა შეუძლიათ შემდეგ ქვეყნებში მოღვაწე ხელოვანებს: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, ყაზახეთი და ყირგიზეთი. ხელოვანები მოწვეულნი არიან რათა ფესტივალის ფარგლებში შექმნან ნამუშევრები საჯარო სივრცეში.
     
    ასევე, საქართველოში მოღვაწე ხელოვანები მოწვეულნი არიან შემოიტანონ განაცხადი ფესტივალის ფარგლებში, სამეზობლოში სახელოვნებო ტურების შექმნასა და ჩატარებასთან დაკავშირებით.
     
    დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ფორმა: https://goo.gl/forms/UYzvJpVPhAbp98Pr2
     
    განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10 აგვისტო, 2018 / თბილისის დროით 18:00
     
    ზოგადად, ფესტივალი შეეხება მუზეუმებისა და სამეზობლოების კავშირის საკითხს, ამ შემთხვევაში, კი იმ განსაკუთრებულ ისტორიასა და შრეებს, რომელიც აბრეშუმის მუზეუმს გააჩნია მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებთან მიმართებაში. ამ ტერიტორიაზე განთავსებული იყო კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგურის მრავალი შენობა, აბრეშუმის ჭიების გამოკვების მიზნით დარგული თუთის ხეები სამეზობლოშია მიმოფანტული, ამ ნაგებობებიდან მუზეუმისთვის აშენებული შენობა ერთადერთია, რომელიც თავდაპირველ ფუნქციას ინარჩუნებს და ინახავს შემოგარენის მეხსიერებას. მიუხედავად ამისა, დღეს მუზეუმის ცხოვრებაში სამეზობლოს ჩართულობა და კავშირი საკმაოდ მცირეა. ფესტივალის ხაზი მიუყვება ნამუშევრებს (ინტერვენციები, სახელოვნებო ტურები და ა.შ.) მუზეუმის შენობაში, მის გარე სივრცეებსა და შემოგარენში, ან კერძო სივრცეებში და იწვევს მეზობლებს, რომ ჩაერთონ ამ ღონისძიებებში და დაუკავშირდნენ მუზეუმს. მსგავსი მიდგომით, ფესტივალი ასევე განიხილავს საჯარო სივრცისა და პრივატიზაციის საკითხებს თბილისში, რაც უკანასკნელ ათწლეულებში საკმაოდ პრობლემურ საკითხად იქცა - საჯარო სივრცეები ნელ-ნელა ქრება, შესაბამისად, შევეცდებით განვიხილოთ, თუ რა როლი შეიძლება ჰქოდნეს ხელოვნების და კულტურის სფეროს დაწესებულებებს ამ საკითხის კრიტიკულ გადააზრებაში. ფესტივალი იქნება წინგადადგმული ნაბიჯი იმ შეკითხვებისათვის პასუხის გასაცემად, რასაც აბრეშუმის მუზეუმი, როგორც კულტურის სფეროს დაწესებულება, ეკითხება საკუთარ თავს - რა ცოდნას ინახავს მუზეუმი მისი შემოგარენის შესახებ და რა სახის ახალი ისტორიების შეგროვება და შენახვა შეუძლია მას სამეზობლოსთან დაკავშირებით? რა როლი შეიძლება ჰქონდეს მას სამეზობლოში?
     
    ფესტივალი დაფარავს ნამუშევრების შექმნისათვის საჭირო ხარჯებს და ყოველი პროექტის ჰონორარს. ასევე, საზღვარგარეთ მოღვაწე ხელოვანების შემთხვევაში - ზემოთ აღნიშნული ქვეყნებიდან მგზავრობის, ცხოვრების და ყოველდღიურ ხარჯებს 10 დღის მანძილზე.
     
    ფესტივალი განხორციელდება აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში, შენობის შიდა და გარე ტერიტორიებზე - მუზეუმის ბაღსა და უკანა ეზოში და მომიჯნავე ტერიტორიებზე. ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი თანამშრომლობს დიდუბის რაიონის გამგეობასთან, ასევე, მეზობლად არსებულ მუშტაიდის ბაღსა და საქართველოს ყრუთა კავშირთან. ორივე დაწესებულებამ უკვე გამოთქვა დაინტერესება, რომ ფესტივალის ფარგლებში მათ ტერიტორიაზეც განთავსდეს ნამუშევრები.
     
    ფესტივალის კურატორები: ნინო (ჩუკა) კუპრავა, ნინი ფალავანდიშვილი, მარიამ შერგელაშვილი და დათა ჭიღოლაშვილი.
     
    ფესტივალი არის ნაწილი პროექტისა Art Prospect, რომელსაც მხარს უჭერს ორგანიზაცია CEC ArtsLink.
     
    შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ მისამართზე: silkmuseum.tbilisi@gmail.com
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია