განცხადებები

  • ახალგაზრდა ლიდერების პროგრამა 2017









  • ახალგაზრდა ლიდერები 2017

    ევროპის მუზეუმების ლიდერობის პროგრამა

    26-30 ნოემბერი, 2017. ლუბლიანა, სლოვენია
     
    ორგანიზატორი: 
    კულტურაგენდა - მუზეუმების, კულტურის მეწარმეობისა და აუდიტორიის კვლევის ინსტიტუტი
    პროგრამის პარტნიორი საქართველოში: 
    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი

    ვრცლად პროგრამის თემის და შინაარსის შესახებ იხილეთ აქ
     
    პროგრამის დეტალები
    • 4 - დღიანი ინტენსიური პროგრამა
    • საერთაშორისო ექსპერტთა მცირე ჯგუფის ხელმძღვანელობა
    • შერეულ ექსპერტთა ჩართულობა, დისკუსია და ვორქშოფები
    • საღამოს განხილვა/საუბრები
    • პროგრამა იწყება კვირა საღამოს და დასრულდება ხუთშაბათს, 5 საათზე. 
    პროგრამის ღირებულება და საცხოვრებელი
    ღირებულება: 950 ევრო + 300 ევრო 4 ღამით საცხოვრებლით უზრუნველყოფა 3-ვარსკვლავიან სასტუმროში, რომელიც პროგრამის ჩატარების ადგილიდან 2 წუთის სავალზე მდებარეობს. 
     
    ლიმიტირებული ადგილები (მაქს. 18-20 ადგილი); 
    მგზავრობა აპლიკანტის პასუხისმგებლობაა. 
    პროგრამის კონცეფციის ავტორები:
    ჯეფ ბისონი, Entheos ჯგუფის დირექტორი (აშშ/გერმანია)
    ქრისტიან უოლტლი (კულტურაგენდას დირექტორი (ავსტრია) 
     
    ტრეინინგ პროგრამა მუზეუმებისა და კულტურის ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის, რომელთა მიზანია გახდნენ ლიდერები თავიანთ დაწესებულებებში/სექტორში და განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები. 
     
    აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა - 30 ივნისი, 2017
     
    აპლიკაციის მიღება :
    36 წლამდე ასაკის კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ: 
    სამოტივაციო წერილი (მაქს. 1-2 გვერდი), სადაც ასახული იქნება მათი მონაწილეობის მთავარი მოტივი და მიზანი
    მოკლე CV (მაქს. 2 გვერდი)
    ორგანიზაციაში აპლიკანტის მიმდინარე როლისა და პასუხისმგებლობების აღწერა
     
    ყველა აპლიკაცია განხილული იქნება შესარჩევი კომისიის მიერ, შეირჩევა 18-20 კანდიდატი, რომელთა ვინაობა გამოცხადდება ივლისის დასაწყისში.
     
    დაფინანსების შესაძლებლობა  
    კულტურაგენდა სთავაზობს 450 ევროს ოდენობის დაფინანსებას ორი კანდიდატისთვის, რომელთაც პრობლემები აქვთ პროგრამის სრული ღირებულების მოძიების საკითხში.
    გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ, თუ გნებავთ ამ შესაძლებლობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება.

    დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ
     
    საკონტაქტო ინფორმაცია:
    ქრისტიან უოლტლი, კულტურაგენდას დირექტორი (ავსტრია)
    ტელეფონი: +43 650 5545165 
    ან გამოაგზავნეთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ მისამართზე:
    KulturAgenda Institute Dr. Wutte Strasse 14, 9020 კლაგენფურტი, ავსტრია
     
     
    ‘Leadership is not something you learn but you grow into.’
  • ყველა უფლება დაცულია © 2017
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია