კონფერენციები

  • კონფერენცია "ქართული კოლექციები სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში“

  • 29 ივნისი, 2019
    ახალციხის ციხე, ციტადელი, სივრცე # 15




     
    > 13.00 სთ. - ფოტოგამოფენის „უცნობი სამცხე-ჯავახეთი“ გახსნა
    ფოტოკოლექცია პეტრე დიდის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმიდან (კუნსტკამერა, სანკტ-პეტერბურგი)
     
    > 14.00 - 18.00 სთ. - კონფერენცია "ქართული კოლექციები სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში“. 
    კონფერენციის პროგრამა
     
    გამოფენა და კონფერენცია იმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტით დაფინანსებული პროექტის (#FR17-503 "ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ვირტუალური ანასტილოსი სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში დაცული კოლექციების კვლევის საფუძველზე“ ფარგლებში (წამყვანი ორგანიზაცია: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია/Tbilisi State Academy of Arts.  
     
    *** სანკტ-პეტერბურგის მუზეუმების ფონდებში (სახელმწიფო ერმიტაჟი, რუსეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რუსული მუზეუმი, კუნსტკამერა და სხვ.)  ამჟამად დაცულია ისტორიული, კულტურული და სხვა  სამეცნიერო ინფორმაციის შემცველი ათასობით ქართული  მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომელთა შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია უცნობია საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებისათვის, ვინაიდან ამ მიმართულებით სისტემური კვლევა აქამდე არ ჩატარებულა.  პროექტის ფარგლებში (2018-2020) ხორციელდება სანკტ-პეტერბურგის მუზეუმებში  დაცული ქართული მოძრავი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების გადინების  ფაქტებისა  და კოლექციების ფორმირების პროცესის თეორიული კვლევა და ანალიზი, ამ კოლექციების აღნუსხვა, კლასიფიკაცია და სისტემატიზაცია, მათი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების კვლევა, იდენტიფიკაციისა და მსოფლიო პრაქტიკაში ფართოდ გამოყენებული ვირტუალური ანასტილოსის პროცესის განხორციელება, რაც აქტუალური და მნიშვნელოვანია ქართული კულტურული მემკვიდრეობის სრული სურათის შექმნისათვის და სავარაუდოდ, ახალი ცოდნით გაამდიდრებს ეროვნულ სამეცნიერო სივრცეს.  

    ღონისძიების ორგანიზატორი: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

    თანაორგანიზატორები:
    საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია ტრადიციული რეწვის სახელოსნოების მეორე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. 
    კუნსტკამერა. პეტრე დიდის სახელობის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი 
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია