კონფერენციები

  • მუზეუმის ფორუმი 2018

  • საქართველოს ეროვნული მუზეუმი და National Geographic Magazine საქართველო, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ მუზეუმის ფორუმზე. 
     
    18 მაისს, მსოფლიომ აღნიშნა მუზეუმის საერთაშორისო დღე. მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) გადაწყვეტილებით, მუზეუმის დღის წლევანდელი თემაა - „ჰიპერდაკავშირებული მუზეუმები - ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა". 
     
    ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, როგორც სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუცია, ქმნის სასაუბრო პლატფორმას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის. 
     
    წარმოგიდგენთ სპიკერებს, რომლებიც ისაუბრებენ თავიანთ გამოცდილებაზე. მოგვიყვებიან, თუ როგორია მათი ხედვა ახალ პუბლიკასთან სასაუბროდ, გაგვაცნობენ სამომავლო გეგმებსა და პროექტებს. 
     
    არაფორმალურ გარემოში, მუსიკის თანხლებით, გვსურს შევქმნათ სასიამოვნო სივრცე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. 
     
    სპიკერები: 
    ◆ დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმი
    ◆ გიორგი ჩოგოვაძე - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
    ◆ ანტონიო ენრიკო ბარტოლი - იტალიის საელჩო საქართველოში
    ◆ მიხეილ ბატიაშვილი - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
     
    მუსიკა: TeTe Noise
     
    მუზეუმი არის სივრცე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის და მისი კარი ყოველთვის ღიაა - განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. 
     
    #მოდიმუზეუმში
    სხვისი გამოცდილება შეიძლება შენი ინსპირაცია გახდეს!
     
    მუზეუმის ფორუმი: 29 მაისი, 19:30
    ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის!
    მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 3
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია