კონფერენციები

  • ICOM CECA-ს 2018 წლის საერთაშორისო კონფერენცია

  • მუზეუმები, განათლება და კულტურული აქტივობა: ძველსა და თანამედროვე მნიშვნელობებს შორის
    24 – 27 სექტემბერი, 2018 
    თბილისი, საქართველო





    ICOM–CECA (http://network.icom.museum/ceca/) სამუზეუმო განათლებისა და კულტურის აქტივობების კომიტეტი წარმოადგენს ICOM-ის ერთ-ერთ უძველეს საერთაშორისო კომიტეტს, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ წევრს მსოფლიოს 85 ქვეყნიდან. CECA-ს წევრები შეიძლება გახდნენ მუზეუმის საგანმანათლებლო მიმართულების სპეციალისტები, კურატორები, პროფესორები და სხვ.  
    CECA-ს მიზანია სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქციების განვითარების ხელშეწყობა; სამუზეუმო სფეროს შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის მიზნით საერთაშორისო ფორუმების ორგანიზება; საკუთარი წევრების აქტივობების პროგრამის შემუშავება; სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; პროფესიული სტანდარტების განვითარება; ICOM-ის ეროვნულ და საერთაშორისო კომიტეტებთან, აგრეთვე რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა განათლებისა და კულტურული აქციების პოპულარიზაციისა და გაუმჯობესების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით

    კონფერენციის ორგანიზატორები:
    ICOM CECA (სამუზეუმო განათლებისა და კულტურული აქტივობების საერთაშორისო კომიტეტი)
    ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი
     
    კონფერენციის თანაორგანიზატორები:
    საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
    ქ. თბილისის მერია
    საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
    საქართველოს ეროვნული მუზეუმი
    თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
    საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე
    საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
     
    კონფერენციის თემატიკა 
    CECA აერთიანებს მუზეუმის ორ ძირითად კომპონენტს: განათლება და კულტურული აქტივობები. აქედან გამომდინარე, CECA-ს 2018 წლის კონფერენციის მიზანია დისკუსიის გამართვა თემაზე: რას ნიშნავს ცნება ”კულტურული აქტივობა”? გარდა ამისა, განხილული იქნება ამ  კონცეფტის მნიშვნელობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
    ცნება „კულტურული აქტივობა“ დამკვიდრდა როგორც ტერმინი, რომელიც თავისთავში აერთიანებს იმ აქტივობებს, რაც კულტურულ და არტისტულ საზოგადოებას უფრო მჭიდროდ აკავშირებს პუბლიკასთან.
    დღესდღეობით, 50-ზე მეტი წლის შემდეგაც, როგორც ჩანს, ეს ტერმინი ყველასთვის გასაგები არ არის. CECA-ს მიერ 2017 წელს ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა, რომ „კულტურული აქტივობა“ დაკავშირებულია არაფორმალურ განათლებასთან, რაშიც არ იგულისხმება სასკოლო ჯგუფებთან დაკავშირებული სწავლება.
    ზემოთქმულისა და ICOM-ის მიერ დაფუძნებული მუზეუმის საერთაშორისო დღის 2018 წლის თემის (”ჰიპერ-დაკავშირებული მუზეუმები: ახალი მიდგომები, ახალი პუბლიკა”) გათვალისწინებით, CECA-ს საბჭო მიმდინარე წლის საერთაშორისო კონფერენციისათვის წარმოადგენს ძირითად თემას: მუზეუმები, განათლება და კულტურული  აქტივობა: ძველ და ახალ მნიშვნელობებს შორის.  
    მუზეუმებში „კულტურული აქტივობებისადმი“ მუზეუმების თეორიული და მეთოდოლოგიური მიდგომები
    - რას უკავშირდება დღეს ტერმინი „კულტურული აქტივობა“?  
    - რა კავშირი აქვს „განათლებასთან?“
    - რა წვლილი შეაქვს  განათლებას და კულტურულ აქტივობას მუზეუმის მისიის განხორციელებაში?
    - რა სახის კულტურულ აქტივობებს ახორციელებს მუზეუმი? ვისთვის? 
    როგორ იყენებენ მუზეუმები საკუთარ სივრცეებს, კოლექციებსა და პერსონალს კულტურული  აქტივობების განვითარებისთვის? 
    ინდივიდუალური ვიზიტიორებისა და ოჯახების ვიზიტი მუზეუმებში;
    საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობები აუდიტორიისა და იმ აუდიტორიისათვის, რომელიც მუზეუმში არ დადის;
    მუშაობა მუზეუმის ფარგლებს მიღმა;
    ვიზიტიორიდან მომხმარებლამდე (დიგიტალური აუდიტორია);
    მუზეუმი და აქტივიზმი;
    მუზეუმები, როგორც კულტურული აქტივობების „დეკორაციები/პეიზაჟები“ 

    მთავარი მომხსენებლები:
    ნიუტონ კუნა (ბრაზილია)
    ლევან ხარატიშვილი (საქართველო)
    დავით ლორთქიფანიძე (საქართველო)

    კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური, ესპანური, ქართული 
    კონფერენციის მონაწილეთა სავარაუდო რაოდენობა: 150-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან.
     
    რეგისტრაცია:
    მოხსენებების თეზისების დამტკიცების შემდეგ მონაწილეები გაივლიან კონფერენციაზე რეგისტრაციას და გადაიხდიან სარეგისტრაციო თანხას.
     
    თეზისების მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2018
    თეზისები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ceca2018.ge

    თეზისების განხილვა მოხდება საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ. მოხსენებების თეზისი უნდა იყოს ინგლისურ, ფრანგულ ან ესპანურ ენებზე, წარმოდგენილი ელექტრონული ფორმატით (PDF ფორმატი) და შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
    სათაური, ავტორ(ებ)ი, სამუშაო ადგილი და თანამდებობა
    საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელ-ფოსტა)
    თეზისების მოცულობა - 250 სიტყვა
    შრიფტი - Times New Roman, 12pt
     
    მოხსენებების ფორმატი*:
    კვლევითი მოხსენება (20 წუთი)
    თემატური მოხსენება (15 წუთი)
    მოკლე პრეზენტაცია (7 წუთი)
    პოსტერ-პრეზენტაცია
    *გთხოვთ, თეზისების გამოგზავნისას მიუთითოთ მოხსენების ფორმატი.
     
    კონფერენციის საკონტაქტო ელ-ფოსტა, ვებ გვერდი:  www.ceca2018.ge    info@ceca2018.ge 
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია