კონფერენციები

  • ევროპის წლის მუზეუმი 2019 - კონკურსი




  • ევროპის მუზეუმების ფორუმი (European Museum Forum) აცხადებს ევროპის წლის მუზეუმის 2019 წლის კონკურსს - EMYA 2019 (European Museum of the Year Award).
     
    ევროპის მუზეუმების ფორუმი  წარმოადგენს წამყვან ორგანიზაციას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის მუზეუმების განვითარებას სამუზეუმო საქმეში ინოვაციური მიდგომებისა და მუზეუმის პროფესიონალთა შორის საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაცვლის მხარდაჭერით. 

    EMYA - ევროპის წლის მუზეუმის პრემია
    ევროპის წლის მუზეუმის პრემია (EMYA) შეიქმნა სამი ბრიტანელი დამფუძნებლის - კენეტ ჰადსონის, რიჩარდ ჰოგარტისა და ჯონ ლეტსის მიერ 1977 წელს და ხორციელდება ევროპის საბჭოს ეგდით. კონკურსი მიზნად ისახავს მოწინავე გამოცდილების აღიარებას ევროპის სამუზეუმო სცენაზე, ხელს უწყობს ინოვაციური პროცესის განვითარებას სამუზეუმო სამყაროში, რომელიც ჯერ კიდევ ტრადიციული ხედვით მოქმედებს და კოლექციებზე უფრო ახდენს ფოკუსირებას, ვიდრე მათ გამოყენებაზე საზოგადოების მოთხოვნების საპასუხოდ. 
    • EMYA-მ დადებითი გავლენა მოახდინა მუზეუმის ბევრი პროფესიონალის ცხოვრებაზე, წინა პლანზე წამოსწია ინოვაციური შინაარსის მქონე როგორც დიდი, ასევე მცირე მასშტაბის მუზეუმების როლი ცენტრალურ არენაზე. 
    • EMYA-მ შეძლო ევროპის იმ ქვეყნების საჯარო ხელისუფლების ყურადღება მიექცია სამუზეუმო ინიციატივებისთვის, სადაც ისინი ფაქტობრივად, უარყოფილი და სათანადო დონეზე აღიარებული არ იყო.  
    • EMYA-ს სქემის ფარგლებში ყველა მუზეუმი - საჯარო თუ კერძო, დიდი თუ პატარა - თანაბარ დონეზეა წარმოდგენილი. თემატურობისა თუ ნაციონალობის მიუხედავად ყველა მუზეუმი ფასდება მათი ხელმისაწვდომობის/ღიაობისა და როლის მიხედვით საზოგადოების მდგრად განვითარებაში. 
    • EMYA - ევროპის ყველაზე პრესტიჟული სამუზეუმო პრემია - წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციის უმნიშვნელოვანეს მოვლენას სამუზეუმო სექტორში მთელი კონტინენტის მასშტაბით. ევროპის საბჭოსთან მჭიდრო ასოცირებით EMYA აგრეთვე ჩართულია სამოქალაქო ფასეულობების, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების სისტემაში. 
    • ევროპის მუზეუმების ფორუმის ჟიურის ამოცანას წარმოადგენს, გამოავლინოს ინოვაციური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს მუზეუმის საზოგადოებრივი ხარისხის ამაღლებას, აგრეთვე გამოავლინოს ისეთი 'ქეისები', რაც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ეროვნულ და საერთაშორისო სამუზეუმო სფეროზე. 
     
    2019 წლის კონკურსში მონაწილეობის პირობები: 
    • ახალი მუზეუმი ან მუზეუმი, სადაც მოხდა მასშტაბური რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია (არაუმეტეს 3 წლის წინ);
    • დროებითი ან „ნახევრად მუდმივი“/”Semi-permanent” ექსპოზიციები. მუზეუმები/გამოფენები ღია/დასრულებული უნდა იყოს ჟიურის წევრის ვიზიტის დროისთვის (ზაფხული - ადრეული შემოდგომა 2018) და ხელმისაწვდომი უნდა იყოს 2019 წლის ივნისის ბოლომდე;
    • მუზეუმები/გამოფენები, რომელიც გახსნილია 3 წელზე მეტი ხნის მანძილზე აპლიკაციის შევსების პერიოდისთვის, არ შეესამება კონკურსის პირობებს. 
    • მუზეუმს არ შეუძლია მონაწილეობის მიღება, თუ მონაწილეობას იღებდა წინა კონკურსებში (2016-2018 წწ.). 
    სააპლიკაციო ფორმის ატვირთვა/გაგზავნის და თანხის გადახდის ბოლო ვადა:
    2018 წლის 16 აპრილი.
    • სააპლიკაციო ფორმა უნდა შეივსოს ელექტრონულად შემდეგ ბმულზე ან შეგიძლიათ გამოიყენოთ სააპლიკაციო დოკუმენტი
    • ცალკე უნდა წარმოადგინოთ პროექტის აღწერა (მაქსიმუმ 1500 სიტყვა) და გააგზავნოთ ან ატვირთოთ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად.
    • აპლიკაცია უნდა შეივსოს ინგლისურ ენაზე. 
    • დამხმარე მასალები უნდა აიტვირთოს ოლაინ - ფორმაში.
    • საბოლოო დოკუმენტაცია უნდა აიტვირთოს ვებ-გვერდზე ან გამოიგზავნოს ელ-ფოსტაზე: emf@europeanforum.museum
    გთხოვთ, გაეცანით აპლიკაციის შევსების სახელმძღვანელოს
    ხშირად დასმული კითხვები
    დამატებითი ინფორმაციისა და კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ევროპის მუზეუმების ფორუმის საქართველოს კოორდინატორს, ლანა ქარაიას. lana.karaia@gmail.com 
     
    კონკურსში მონაწილეობის მიღების გადასახადი - 500 ევრო
    გადახდა უნდა მოხდეს საბანკო გადარიცხვის საშუალებით. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, გადარიცხვის საკომისიო თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა აპლიკანტს ეკისრება. 
    მონაწილეობის გადასახადი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 
     
    BANK DETAILS
    Bank: HSBC Bank plc
    Branch: 99-101 Lord Street, Liverpool, United Kingdom, L2 6PG
    Location: GB
    EURO account
    Account name: European Museum Forum
    Account number: 71141039
    IBAN: GB11MIDL40051571141039
    BIC: MIDLGB22

    ევროპის წლის მუზეუმის პრემია
    პრემია გადაეცემა მუზეუმს, რომელიც წარმატებულია აუდიტორიის მოზიდვისა და ვიზიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებში თავისი უნიკალური ატმოსფეროთი, კოლექციების ინტერპრეტაციითა და გამოფენებით, განათლებისა და სოციალური პასუხისმგებლობისადმი შემოქმედებითი მიდგომით. 
    წინა გამარჯვებულები გახდნენ როგორც დიდი, ასევე პატარა მუზეუმებიც, მაგრამ თითოეულმა მათგანმა განავითარა ისეთი განსაკუთრებული და გამორჩეული მიმართულება, რამაც შეცვალა ხარისხის სტანდარტები ევროპის მუზეუმებში. 
     
    ევროპის საბჭოს მუზეუმის პრიზი
    პრესტიჟული პრიზი გაიცემა EMYA-ს ჟიურის რეკომენდაციების საფუძველზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერებისა და განათლების კომიტეტის მიერ. პრიზი გადაეცემა მუზეუმს, რომელიც აქცენტირებულად წარმოაჩენს ევროპულ პერსპექტივას, ადგილობრივი და ევროპული იდენტობის ურთიერთქმედებას, მუშაობს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე და იცავს დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების, ტოლერანტობისა და კულტურათშორისი დიალოგის, კულტურების დაკავშირებისა და სოციალურ-პოლიტიკური საზღვრების გადალახვის საკვანძო ფასეულობებსა და პრიორიტეტებს.  
     
    კენეტ ჰადსონის პრემია
    პრემია ატარებს EMYA-ს დამფუძნებლის სახელს. პრემია გადაეცემა მუზეუმს, პიროვნებას, პროექტს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელიც წარმოადგენს ყველაზე უჩვეულო, თამამ და შესაძლოა, სადაო/კონტრავერსიულ მიღწევებს, რომელიც ეხმიანება მუზეუმების სოციალური როლის საზოგადო აღქმას და ავითარებს კენეტ ჰადსონის იდეას. კენეტ ჰადსონის პრემიის გამარჯვებული შეირჩევა ევროპის მუზეუმების ფორუმის საბჭოს მიერ და არ წარმოადგენს აუცილებლობას შეირჩეს EMYA-ს აპლიკანტებს შორის. 
     
    სილეტოს პრიზი
    პრიზი ფინანსდება სილეტოს ფონდის მიერ და გადაეცემა მუზეუმს, რომელმაც ბოლო სამი წლის მანძილზე წარმოაჩინა მოწინავე გამოცდილება ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობის მხრივ სამუზეუმო და მემკვიდრეობის პროექტების დაგეგმვასა და განვითარებაში ან მოხალისეებთან/ვოლონტიორებთან მუშაობის მხრივ მუზეუმის საზოგადოებრივი ხარისხის გაზრდის თვალსაზრისით.  
     
    სპეციალური აღნიშვნის პრემია 
    რამდენიმე სპეციალური პრემია გაიცემა მუზეუმებზე, რომლებიც გამოირჩევიან საზოგადოებრივი სამსახურის ახალი და ინოვაციური ასპექტებით, რომელიც შეიძლება სამაგალითო გამოცდილებად იქცეს ევროპის სხვა მუზეუმისთვის. 
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2018
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია