ტრენინგები

  • ტრენინგი და საჯარო ლექცია „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“

  • ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტისა და ICOM/DRMC-ის (ICOM-ის კატასტროფების რისკების მართვის საერთაშორისო კომიტეტი) ორგანიზებით და
    საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ხელშეწყობით, ლურჯი ფარის საქართველოს ეროვნულ კომიტეტსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 17-20 ივლისს თბილისში ჩატარდება მე-9 რეგიონული ტრენინგი თემაზე: „კულტურული მემკვიდრეობის დაცვა კრიზისულ სიტუაციებში“.  
     
    ტრენინგის თეორიულ-პრაქტიკული სწავლება მოიცავს შემდეგ საკითხებს:  
    • საგანგებო სიტუაციების დროს მზადყოფნა და მართვა;
    • სამუზეუმო და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების დაცვისა და რისკების მართვის ძირითადი სამოქმედო პრინციპები და სტრატეგიები ბუნებრივი კატასტროფებისა და შეიარაღებული კონფლიქტების სიტუაციებში;
    • დაზიანებისა და რისკების შეფასების, აგრეთვე მონაცემთა დოკუმენტირების მექანიზმები კრიზისულ და საგანგებო სიტუაციებში;
    • კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებული მსოფლიო გამოცდილებისა და რისკების მართვის თანამედროვე მეთოდები.
     
    ტრენინგი ჩატარდება ICOM/DRMC-ის პრეზიდენტის, სმიტსონის ინსტიტუტის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის დეპარტამენტის დირექტორის კორინ ვეგენერის ხელმძღვანელობით.  პროექტის ფარგლებში, 19 ივლისს დაგეგმილია კ. ვეგენერის საჯარო ლექცია „საგანგებო სიტუაციებში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები: ძირითადი პრინციპები, საუკეთესო პრაქტიკა, რეკომენდაციები“ და დისკუსია.
     
    ტრენინგი და ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე, სინქრონული თარგმანით ქართულ ენაზე. 
     
    ტრენინგში მონაწილეობა 
    ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომლებს, საქართველოს შსს-ს ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს თანამშრომლებს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სპეციალისტებს. 
     
    ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო განაცხადი (იხ. ბმული).
    განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 9 ივლისი.
     
    მონაწილეთა სააპლიკაციო განაცხადები განხილული იქნება კონკურსის წესით პროექტის საორგანიზაციო კომიტეტისა და ტრენინგის ექსპერტის მიერ. 
     
    პროექტი დაფინანსებულია ICOM Special Projects Grant program-ის ფარგლებში და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ფინანსური ხელშეწყობით. 
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია