ტრენინგები

  • პროექტი BE MUSEUMER: საერთაშორისო ტრენინგი სამუზეუმო მარკეტინგის საკითხებზე

  • პროექტის შესახებ
    ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის კონკურსში გამარჯვებული პროექტი  Be Museumer შემუშავდა საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ და ხორციელდება ევროპის ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან (NEMO-ევროპის სამუზეუმო ორგანიზაციების ქსელი და ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემია) თანამშრომლობით. პროექტი მოიცავს საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამას სამხრეთ კავკასიის რეგიონის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომელთათვის. პროგრამა მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნისა და მენეჯმენტის უნარების განვითარებას 21-ე საუკუნის სამუზეუმო გამოწვევების საპასუხოდ.
    ვრცლად პროგრამის შესახებ იხ. ბმული
     
    საერთაშორისო ტრენინგი სამუზეუმო მარკეტინგის საკითხებზე 
    საერთაშორისო ტრენინგ-პროგრამის ფარგლებში მეორე ტრენინგი სამუზეუმო მარკეტინგის როლის, თანამედროვე ტენდენციებისა და გამოწვევების, საუკეთესო ევროპული პრაქიტიკის საკითხებზე ჩატარდება თბილისში 2019 წლის 7 -10 ივნისს.  
     
    ტრენინგს გაუძღვება სამუზეუმო მარკეტინგის ექსპერტი ბიორნ სტენვერსი - ნიდერლანდების კულტურის მენეჯმენტის აკადემიის  ტრენერი-ექსპერტი, ICOM/MPR-ის ბორდის წევრი. 
     
    ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შეისწავლიან სამუზეუმო მარკეტინგის საფუძვლებს, როლსა და სტრატეგიებს, გაეცნობიან თანამედროვე ტენდენციებს, ევროპულ გამოცდილებასა და 21-ე საუკუნის გამოწვევებს. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ე.წ. მასპინძლობის (Hospitality) პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც განხორციელდება აჭარა ჯგუფი - სასტუმრო სტამბასთან თანამშრომლობით. 
     
    ტრეინინგის დასრულების შემდეგ სასტუმრო სტამბაში მოეწყობა ბიორნ სტენვერსის საჯარო ლექცია სამუზეუმო მარკეტინგის, მუზეუმებისა და სასტუმროების თანამშრომლობის ტენდენციების, არსებული პრაქტიკისა და პერსპექტივების საკითხებზე. 
     
    ტრენინგი  და ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე. 
     
    მონაწილეობა 
    ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამხრეთ კავკასიის (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) მუზეუმების თანამშრომლებს - კერძოდ, მარკეტინგისა და კომუნიკაციის, განვითარების, აუდიტორიის/ვიზიტორთა სერვისის მიმართულების მენეჯერებს/სპეციალისტებს, კურატორებს და შესაბამისი მიმართულების თანამშრომლებს. 
     
    ტრენინგში მონაწილეობის მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:
    • ასაკი: 23-დან 40 წლამდე 
    • მუზეუმში მუშაობის  მინიმუმ 2- 3 წლის გამოცდილება
    • ინგლისური ენის ცოდნა 
    ტრენინგში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა (იხ. ბმული), ამავდროულად გააგზავნონ ინგლისურ ენაზე შევსებული შემდეგი დოკუმენტაცია ელ-ფოსტაზე bemuseumer@gmail.com 
    • CV (მაქს. 2 გვერდი)
    • სამოტივაციო წერილი (მაქს. 1 გვერდი), რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას აპლიკანტის მუზეუმში საქმიანობასა და მოვალეობებზე, განხორციელებულ პროექტებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ტრენინგისგან მოლოდინებსა და სამომავლო მიზნებზე. 

    განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 3 ივნისი, 2019 
     
    მონაწილეთა სააპლიკაციო განაცხადები განხილული იქნა კონკურსის წესით პროექტის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ, რომელიც შედგება ქართველი, გერმანელი და ჰოლანდიელი სპეციალისტებისგან. 
     
  • ყველა უფლება დაცულია © 2019
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია