დიდი ლიახვის ხეობის მუზეუმ-ნაკრძალი
- მუზეუმის მისამართი: 7300, ცხინვალის რაიონი, სოფელი ქურთა
ტელეფონი: (+995 90) 880 119
ელ-ფოსტა: didiliakhvi@heritagesites.ge
ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1991 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2008 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: დიდი ლიახვის აუზში მრავლადაა წინარეანტიკური და ანტიკური ხანის სამაროვნები და ნამოსახლარები, შუა საუკუნეების გუმბათიანი და დარბაზული ეკლესიები, ციხე-სიმაგრეები, მათ შორის: ნიქოზის საეპისკოპოსო კომპლექსი (V-XVI სს.), ერედვის წმ. გიორგის ეკლესია (X ს.), ხეითის მთავარანგელოზი (XIX ს.), კეხვის ციხე (განვითარებული შუა საუკუნეები), თირის მონასტერი (XIII ს.), ბელოთის ქემერტის წმ. გიორგის ეკლესია IX-X სს., ქვემო აჩაბეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესია, ივანე მაჩაბლის სასახლე სოფელ თამარაშენში, სოფ. არბოს წმ. გიორგის სახელობის ეკლესია (X ს.), სოფ. ტირძნისის “სამება” (XI ს.).
2008 წლის ომის შედეგად მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია ოკუპირებულია
დავით კაკაბაძე. კომპოზიცია
35.3X50.8, სარკე, ლითონი, ზეთი, ალუმინის ფურცელი, 1925
35.3X50.8, სარკე, ლითონი, ზეთი, ალუმინის ფურცელი, 1925