დიდი მცხეთის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

  • მუზეუმის მისამართი: 3300, ქ. მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. N34.
    ტელეფონი: (+995 90) 880 112
    ელ-ფოსტა: mtskheta@heritagesites.ge
    ვებ-გვერდი: www.heritagesites.ge
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1958 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2009 წლიდან გაერთიანებულია სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატების რაოდენობა: 30 000-ზე მეტი

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია სხვადასხვა პერიოდის უნიკალური არქეოლოგიური ნიმუშები, მათ შორის მიწათმოქმედთა უძველესი იარაღები (ძვ.წ. IV ათასწ.), პრეისტორიული ხანის საბავშვო სათამაშოები (ძვ.წ. II ათსწ.), ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის არტეფაქტები და ბერძნული ეპიგრაფიკის ნიმუშები; აქვე მდებარეობს მცხეთის უძველესი სამაროვანი ძვ.წ. II ათსწ. – ახ.წ. VIII-IX სს.) და ნამოსახლარი (ძვ.წ. VIII-VII სს.), ანტიკური და ადრეშუასაუკუნეების ხანის უმნიშვნელოვანესი ძეგლებს: არმაზციხე-ბაგინეთი – ქალაქ მცხეთის აკროპოლისი და ქართლის მეფეთა რეზიდენცია (ძვ.წ. III – ახ.წ. VIII სს.), არმაზისხევი – პიტიახშ-ერისთავთა რეზიდენცია და სამაროვანი, კლდოვანი მთის ციცაბო კალთის ძირას ნაგები მავზოლეუმი (I ს.).

    სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00 - 17:00 სთ.
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, ICOM-ის და ICOMOS-ის წევრები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები.
    მუზეუმის ფართობი: 1078 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 184 კვ/მ
    საცავი: 124.26 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 350

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი - 60 ექსპონატი

  • ყველა უფლება დაცულია © 2013
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია