საქართველოს ეროვნული მუზეუმი. ვანის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი

  • მისამართი: 1900, ქ. ვანი, ვახტანგ გორგასლის ქ. 7
    ტელეფონი: (+995 432) 2 16 02, (+995 032) 2 99 80 22
    ელ-ფოსტა: info@museum.ge
    ვებ-გვერდი: www.museum.ge
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: 2004 წლიდან გაერთიანებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
    მუზეუმ -ნაკრძალის დაფუძნების თარიღი: 1985 წელი
    მუზეუმ-ნაკრძალიტიპი (პროფილი): ისტორიული
    ექსპონატთა რაოდენობა: 4000 -ზე მეტი

    მუზეუმ-ნაკრძალის მოკლე აღწერა: მუზეუმი 1985 წელს დაფუძნდა ვანის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, აკადემიკოს ოთარ ლორთქიფანიძის ინიციატივით. მასში განთავსებულია ვანის ნაქალაქარზე 1985 წლიდან ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა. ვანში აღმოჩენილი მდიდრული სამარხების ინვენტარის საფუძველზე 1987 წელს მუზეუმში გაიხსნა ოქროს ფონდი, რომელშიც ინახება ოქრომჭედლობის უნიკალური ნიმუშები ვანის ნაქალაქარიდან. ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სტაციონარული ექსპოზიცია ასახავს ვანის ტერიტორიაზე არსებული კულტურის განვითარების პერიოდს ძვ. წ. VIII ს-დან I ს-ის ჩათვლით (ბრინჯაოს ქანდაკებები, მათი ცალკეული ფრაგმენტები, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ნაკეთობანი, ნუმიზმატიკის ნიმუშები და სხვ.).

    მუზეუმ -ნაკრძალის მუშაობის განრიგი: მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 11 სთ-დან 16 სთ-მდე
    მუზეუმ -ნაკრძალში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფროსებისათვის - 3 ლ, სტუდენტებისათვის - 1.5 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის- 0.5 ლ, ტურები გიდების თანხლებით – 10 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, სპეციალისტები და სტუდენტები სამეცნიერო საქმიანობისას.

    გამოფენები: პერიოდული გამოფენები მუზეუმის ფონდებიდან საქართველოში და საზღვარგარეთ
    საგანმანათლებლო პროგრამები: 2005 წელს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტი, რომელიც მუშაობს სამუზეუმო კოლექციების თემატიკის პროგრამებზე (ელ-ფოსტა: program@museum.ge, ტელ: (+99593) 328 345
    გამოცემები: მუზეუმის კატალოგები, ბუკლეტები და სხვ

    მუზეუმ -ნაკრძალის მთლიანი ფართობი: 1594,88 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 770 კვ/მ
    პერიოდული გამოფენები: 130 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 55,5 კვ/მ
    მუზეუმ -ნაკრძალის მაღაზია: 24 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 5909

  • ყველა უფლება დაცულია © 2014
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია