ყვარლის მარჯანიშვილების სახლ-მუზეუმი

  • მუზეუმის მისამართი: 4800, ყვარელი, კოტე მარჯანიშვილის ქ. 24
    ტელეფონი: (+995 352) 2 10 23
    ელ-ფოსტა: sofo19.86@mai.ru
    მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1959 წელი
    მუზეუმის იურიდიული სტატუსი: შპს
    მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
    ექსპონატების რაოდენობა: 5321

    მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი გახსნილია ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის (1872-1933 წწ.) მემორიალურ სახლში. რეჟისორის მემორიალური ნივთების გარდა, მუზეუმში დაცულია მისი ფილმისა (“ამოკი”) და სპექტაკლების აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მოღვაწეების მიმოწერა და ფოტოები, პიესები, ფერწერული (ლ. გუდიაშვილი, ე. ახვლედიანი, პ. ოცხელი და სხვა), გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. ხელნაწერები, წერილები, XX ს-ის დასაწყისის ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და სხვა.

    მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 17 სთ-მდე
    მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისა და სტუდენტებისთვის: 3 ლ. ბავშვებისთვის: 2 ლ.
    უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, იძულებით გადაადგილებული პირები

    გამოფენები: მოძრავი გამოფენები
    საგანმანათლებლო პროგრამები: თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პირველკურსელთა ყოველწლიური “ნათლობა” მარჯანიშვილთა ისტორიულ მარანში
    გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი, დროებითი გამოფენების ბუკლეტები

    მუზეუმის ფართობი: 864 კვ/მ
    მუდმივი ექსპოზიცია: 218 კვ/მ.
    საცავი: 44 კვ/მ
    რესტავრაციის სახელოსნო: 76.4 კვ/მ

    დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 557

    კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლის სტატუსი: 85 ექსპონატი
    მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2008 წლის # 3/113 ბრძანება)

ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების 150 წლისთავი
2013 წელი UNESCO-ს მიერ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოცხადდა
  • ყველა უფლება დაცულია © 2014
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია, კულტუროლოგიური კვლევის ასოციაცია