ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი
მისამართი: 0105, თბილისი, ჩახრუხაძის ქ. N17
ტელეფონი: (+995 32) 99 06 99
ელ-ფოსტა: n.baratashvili_museum@yahoo.com
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1980 წელი მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ თბილისის მუნიციპალიტეტი
მუზეუმის ტიპი (პროფილი): ლიტერატურული
ექსპონატთა რაოდენობა: 1745
მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: ცნობილი ქართველი რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის (1817-1845 წწ.) სახლ-მუზეუმში დაცული და ექსპონირებულია პოეტის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტომასალა, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, სხვადასხვა დანიშნულების XIX საუკუნის ყოფითი ნივთები, რომლებიც აღადგენს ხელოვანის თანადროულ გარემოს და დამთვალიერებელს აზიარებს XIX ს-ის თბილისურ ყოფას.
მუზეუმის მუშაობის განრიგი: მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, კვირისა და ორშაბათის გარდა, 11.00-დან 17.00 საათამდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთის ფასი: უფასო
გამოფენები: სხვადასხავა თემატური გამოფენები, ნ. ბარათაშვილისადმი მიძღვნილი მუდმივი ექსპოზიცია და პერიოდული შემეცნებითი გამოფენები
საგანმანათლებლო პროგრამები: ლიტერატურული კონკურსი ”მცირე პროზა”, შემეცნებითი გაკვეთილები, ”მასტერ კლასები”, ” მუზეუმის გახზაფხული”, აგრეთვე, პოეტის შემოქმედებისადმი მიძღვნილი პოეზიის და მუსიკალური საღამოები, წიგნის პრეზენტაციები, შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებთან ,,კულტურათა დიალოგი”-ის ფარგლებში; დაგეგმილია საკვირაო სკოლის გახსნა ობოლი და მიუსაფარი მოზარდებისათვის
მუზეუმის ფართობი: 201 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 145 კვ/მ
საცავი: 9 კვ/მ
დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 2443
მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)
35.3X50.8, სარკე, ლითონი, ზეთი, ალუმინის ფურცელი, 1925