• პროექტის პრეზენტაცია ”დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის საგანძურის საგამოფენო დარბაზების რეაბილიტაცია” და გამოფენის გახსნა

  • 2011-11-27
  • საქართველოს მუზეუმებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმს, რომლის პირველსაწყისს ჯერ კიდევ 1840-იან წლებში დაუდო სათავე სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა. მუზეუმის ფონდებში ამჟამად დაცულ 41 000-ზე მეტ ექსპონატს შორისაა ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები - მოყოლებული ბრინჯაოს ხანიდან დამთავრებული დადიანების საგვარეულოს მემორიალური რელიქვიებით და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების საკმაოდ მდიდარი კოლექციით.
რიტონი (დეტალი). ”თაგილონის განძის” კოლექციიდან. ოქრო I ს.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი
  • ყველა უფლება დაცულია © 2012
    საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტი, საქართველოს მუზეუმების ასოციაცია